ნათია თურნავა - გაზზე ტარიფი არ გაიზრდება, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ
ნათია თურნავა - გაზზე ტარიფი არ გაიზრდება, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ

გაზზე ტარიფების ზრდა არ მოხდება, ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა,

„ივლისის თვეში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი