ნათია თურნავა - განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს StopCov ფონდში სოლიდური შენატანისთვის
ნათია თურნავა - განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს StopCov ფონდში სოლიდური შენატანისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა StopCov ფონდში შენატანისთვის ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.

„განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ძალიან სოლიდური შენატანი გააკეთა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში. რა თქმა უნდა, ესაა მცირე ნაწილი იმ ქველმოქმედებისა, რომელსაც ფონდი„ ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი ეწევა ამ წლების განმავლობაში საქართველოში, მაგრამ დღეს ეს არის მეტად ღირებული ჩვენთვის,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.

დატოვე კომენტარი