ნათია თურნავა - გადაწყვეტილება და შეთანხმება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბანკებთან, არის პენსიონერებისთვის მეტი კომფორტის შექმნა
ნათია თურნავა - გადაწყვეტილება და შეთანხმება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბანკებთან, არის პენსიონერებისთვის მეტი კომფორტის შექმნა

გადაწყვეტილება და შეთანხმება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბანკებთან, არის პენსიონერებისთვის მეტი კომფორტის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რადგან პენსიონერები კოვიდინფექციის რისკჯგუფს წარმოადგენენ.

„პენსიონერები არიან რისკჯგუფი კოვიდის ინფიცირების ფონზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ეცოდინებათ კონკრეტული რეგულარული დღეები თვის განმავლობაში, პირველიდან 14 რიცხვის ჩათვლით, რათა ბანკში მიბრძანდნენ და ყოველგვარი რიგის გარეშე მიიღონ საკუთარი პენსია. ეს არის, პირველ რიგში, პრევენცია, რომ პენსიონერები უსაფრთხოდ იქნებიან და გარდა ამისა, თავად ეს კატეგორია არ შექმნის ეპიდემიის გავრცელების დამატებით რისკებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.