ნათია თურნავა -„ფიტჩის“ რეიტინგზე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ და ეფექტიანმა მმართველობამ
ნათია თურნავა -„ფიტჩის“ რეიტინგზე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ და ეფექტიანმა მმართველობამ

ფიტჩის“ მიერ საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგის ძალაში დატოვება ადასტურებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო მიმზიდველია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წლის დასაწყისში საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდა „BB-“-დან „BB“-მდე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა. მორიგი მონიტორინგის შემდეგ „ფიტჩმა“ (Fitch) რეიტინგი ძალაში დატოვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას ადასტურებს.

მინისტრის განცხადებით, „ფიტჩის“ რეიტინგზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ, აგრეთვე საგადამხდელო ბალანსის მკვეთრმა გაუმჯობესებამ და ეფექტიანმა მმართველობამ.

სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება განაპირობა საქართველოში მმართველობის მაღალმა ხარისხმა, მიმზიდველმა საინვესტიციო და ბიზნესგარემომ და რეგიონული შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებამ.