ნათია თურნავა - ეპიდვითარების სტაბილიზაციის პირველი ნიშნები გვაქვს, რაც გასაფრთხილებელია, მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები, თუ 24-ში გაიხსნებიან
ნათია თურნავა - ეპიდვითარების სტაბილიზაციის პირველი ნიშნები გვაქვს, რაც გასაფრთხილებელია, მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები, თუ 24-ში გაიხსნებიან

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების ნიშნებია, რაც გასაფრთხილებელია.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით უახლოეს დღებში არასასურსათო ვაჭრობის ობიქეტების წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან მოისმენს, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს სავაჭრო სექტორი შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევაში და როგორ უზრუნველყოფს რიგების მართვას.

„რაც შეეხება 24 დეკემბრიდან მოსალოდნელ გარკვეულ გახსნას სხვადასხვა ინდუსტრიის, კერძოდ ვაჭრობის სექტორის, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, გვაქვს პირველი ნიშნები სტაბილიზაციის. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ პოზიტიურ ნიშნებს, რაც არის პირდაპირი შედეგი იმ წერტილოვანი შეზღუდვების და ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის. ამ შეზღუდვების ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა, სამედიცინო სექტორი ახლა უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოითქვა. ჩვენ მართლაც არ გვეთმობა ეს მონაპოვარი. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ დღებში მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიქეტებთან. ვისაუბრებთ მათთან სერიოზულად, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება იმ პერიოდში, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც მოვიტანეთ ერთობლივი შრომით.

ბევრი ქეყანა საახალწლო პერიოდში საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს და მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ეს ახალი წელი ჩვეულებრივი ახალი წელი არ არის. ახალი წელი დადგება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი გარდაცვლილია ვირუსის შედეგად. აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც, თუმცა ჩვენ შეზღუდვების ასეთ მოდელს არ განვიხცილავთ, ასეთი საყოველთაო მობილობის შეზღდვა მაშინაც არ დაგვიწესებია, როცა მკაცრი შეძღუდვების პერიოდი იყო გაზაფხულზე. კვლავაც ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე. იმედი გაქვს, სწორედ ამ წერტილოვანი შეზღუდვების ტაქტიკით ჩვენ გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები თუკი მოხდება გახსნა 24-ში და როგორ იქნება მართული ადამიანების ნაკადი როგორც სავაჭრო მოლების ტერიტორიაზე, ასევე გარეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.