ნათია თურნავა ეკონომისტებს ხვდება
ნათია თურნავა ეკონომისტებს ხვდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეკონომისტებს, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკის პროფესორებსა და მკვლევარებს ხვდება.

შეხვედრაზე საუბარია საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე, მათ შორის რუსეთის მიერ დაწესებულ ე.წ. ავიასანქციებსა და მათ გავლენაზე ტურისტულ სფეროზე.

ექსპერტები შეხვედრის შედეგად სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს შეიმუშავებენ, რომელიც სამინისტროს გადაეცემა.