ნათია თურნავა - დიალოგისთვის მზადყოფნა აჩვენებს, რომელი ოპოზიციური ძალა არის კონსტრუქციული და რომელი დესტრუქციული
ნათია თურნავა - დიალოგისთვის მზადყოფნა აჩვენებს, რომელი ოპოზიციური ძალა არის კონსტრუქციული და რომელი დესტრუქციული

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

მისი თქმით, დიალოგისთვის მზადყოფნა აჩვენებს, რომელ ძალა არის კონსტრუქციული და ვის სურს დესტრუქცია.

„ვხედავთ, რომ მიმდინარეობს დიალოგი, ამას მივესალმებით. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. დიალოგისადმი მზადყოფნა გამოავლენს, თუ რომელი ოპოზიციური ძალა არის კონსტრუქციული, ზრუნავს საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობაზე და რომელია დესტრუქციული და სურს დესტრუქციის შეტანა “, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.