ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი სოფელ ნამახვანში მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდნენ
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი სოფელ ნამახვანში მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდნენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფელ ნამახვანში მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდნენ.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, მაკა სულაძემ განაცხადა, ისინი იცავენ ქართულ მიწას და შვილების მომავალს.

დაგაგვიანდათ ბატონებო, იმდენად დაგაგვიანდათ, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ და ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების თვალწინ სპეცრაზმი ჩვენ კი არა, მათ იცავდა. ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს მიწას, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვისაც. სად აპირებთ თქვენ ცხოვრებას“, – ასე მიმართა ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს „რიონის ხეობის“ ერთ-ერთმა წევრმა, მაკა სულაძემ.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ამოცანაა ქვეყნის ინტერესები და ამისთვის ყველაფერი კეთდება.

„ჩვენ შევეცდებით, ჩვენი არგუმენტები იმდაგვარად წარმოვადგინოთ, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ასევე თუკი დავინახეთ, რომ შეიძლება ამ პროექტის მსვლელობისას გავითვალისწინოთ, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. დარწმუნებული ვართ, რასაც ვთავაზობთ ამ პროექტის მეშვეობით, პირველ რიგში ხეობის განვითარებასაც ემსახურება. მზად ვართ, ერთად მოვნახოთ გზა, რომელიც წაადგება, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს“, – განუცხადა აქციის მონაწილეებს ნათია თურნავამ.