ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ექსპერტებს ხვდებიან
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ექსპერტებს ხვდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა იმართება.

შეხვედრას ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები მართავენ. შეხვედრაზე იმყოფებიან ენერგეტიკოსები, ეკოლოგები, ჰიდროლოგები და გეოლოგები.

„საზოგადოების ჩართულობის გარეშე, ასეთი დიდი პროექტის განხორციელება რთულია. სწორი სამეცნიერო აზრი მნიშვნელოვანია. კომპანიასთან შევთანხმდით, რომ კვლევის დასრულებამდე კაშხალი არ აშენდება. ამიტომ, დაინტერესებულ ექსპერტებს ამ პროცესში ჩართვის საშუალება ექნებათ. აპრილის თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კვლევას გაეცნოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ექსპერტებს მიმართა, წარმოადგინონ, სად ხედავენ რისკს და აპრილის ბოლოს მსგავს ფორმატში ისევ შეიკრიბონ.

„ვისაუბროთ, თუ სად დაინახეთ რისკი. საშუალება გექნებათ, მშენებლობის ზედამხედველობის პროცესშიც ჩაერთოთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.