ნათია თურნავა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა, ვაკეთებთ მიმდინარე პროცესების ანალიზს, მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც
ნათია თურნავა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა, ვაკეთებთ მიმდინარე პროცესების ანალიზს, მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც

ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესებს, ასევე ამაში გვეხმარებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, კეთდება შესაბამისი ანალიზი, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მოცემულ ეტაპზე კი, საქართველოს ეკონომიკაზე სერიოზული ზეგავლენა არ იკვეთება.

„ვაკეთებთ მიმდინარე პროცესების ანალიზს, მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც ვაკეთებთ შესაძლო საფრთხეების გაანალიზებას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მთლიანობაში საერთაშორისო თანამეგობრობაც მშვიდობიან გამოსავალს იპოვის და პროცესები დეესკალაციისკენ წავა. ამ ეტაპზე,  ეკონომიკური კუთხით ჯერჯერობით, რაიმე სერიოზული ზეგავლენის ფაქტს ჩვენ ვერ ვხედავთ,  თუმცა ვაგრძელებთ მონიტორინგს, ანალიზს. ამ კუთხით ძალიან დიდი ყურადღებით ვართ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.