ნათია თურნავა - ჩვენი ავიაკომპანიები უსაფრთხოების ძალიან მაღალ სტანდარტებს პასუხობენ
ნათია თურნავა - ჩვენი ავიაკომპანიები უსაფრთხოების ძალიან მაღალ სტანდარტებს პასუხობენ

ჩვენი ინფორმაცია ქართული ავიაკომპანიებისგან არის ის, რომ მათ ეს დავალიანება არ გააჩნიათ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციაზე ქართული მხარის ავიასანავიგაციო მომსახურების დავალიანებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართული ავიაკომპანიები უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს პასუხობენ.

„ჩვენი ინფორმაცია ქართული ავიაკომპანიებისგან არის ის, რომ მათ ეს დავალიანება არ გააჩნიათ. ასევე იყო საუბარი უსაფრთხოებაზე და ჩვენი ავიაკომპანიები პასუხობენ უსაფრთხოების ძალიან მაღალ სტანდარტებს. რასაკვირველია, ჩვენი იმედი გაქვს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქართულმა მხარემ საქართველოდან რუსეთში ფრენების აკრძალვაზე ოფიციალური წერილი მიიღო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სახელზე გაგზავნილ წერილში ქართული ავიაკომპანიებისთვის 8 ივლისიდან ასამოქმედებელ აკრძალვაზეა საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, ქართულ მხარეს ავიასანავიგაციო მომსახურების დავალიანება აქვს. საუბარია კომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების კუთხით დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობაზე. წერილს ხელს აწერს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე იურჩიკი.