ნათია თურნავა - ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც
ნათია თურნავა - ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც

ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჩვენი პროგრამა არის საყოველთაო და არც ერთი კატეგორია არ გვინდა, რომ გამოგვრჩეს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კითხვაზე, თუ როგორ მოხდება თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება, რათა მათ ასევე მიიღონ სოციალური ხასიათის დახმარება, მინისტრმა უპასუხა, რომ თვითდასაქმებულებისა და სოციალურად დაუცველ პირთა აღრიცხვა სპეციალური რეგულაციების მიხედვით მოხდება, რომელთაც შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურები გამოაქვეყნებენ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, მასში მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და ბიზნესის მხარდაჭერაზეა აქცენტები. აღნიშნული გეგმით, მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად.