ნათია თურნავა - ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილონ
ნათია თურნავა - ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილონ

ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილონ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ონლაინ შეხვედრა წამყვან ბანკებთან და მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა. რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან იქ არის სხვადასხვა გარემოება, რაც მნიშვნელოვანია ბანკისთვის. მთლიანობაში, არის მზადყოფნა, რომ თუ მიმართავენ სასტუმროები, ბანკები მზად არიან, კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი