ნათია თურნავა – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ჩვენ მიერ დაანონსებულ ახალი პროგრამები პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში

13:41, 30.08.2021

პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ის გადაწყვეტილება, რაც შეეხება „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ჩვენ მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამა მოემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებასა და იმპორტის ეტაპობრივად ჩანაცვლებას.

„პირველი სექტემბრიდან უკვე შეუძლიათ მეწარმეებს, მოსახლეობას, ვინც არის ბიზნესსაქმიანობაში ჩართული, მიაკითხონ როგორც ჩვენს სააგენტოს, ასევე ბანკებს და ის საწარმოები, ვინც არის ჩართული საექსპორტო წარმოებაში ან იმპორტის კონკურენტები არიან და იმპორტის ეტაპობრივ შემცირებას, ჩანაცვლებას ემსახურებიან თავისი ახალი პროგრამებისთვის, მიიღებენ ერთდროულად როგორც სესხის თანადაფინანსებას, ასევე დაახლოებთ 60%-ით თანაგარანტირებას გავუწევთ ჩვენ ბანკების წინაშე. ეს პროგრამა მოემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივად ჩანაცვლებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი