ნათია თურნავა - ასოცირების შეთანხმების შესრულება და კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად არის საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კურსის ერთგული
ნათია თურნავა - ასოცირების შეთანხმების შესრულება და კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად არის საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კურსის ერთგული

ასოცირების შეთანხმების შესრულება და კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად არის საქართველო ერთგული ევროპასთან ინტეგრაციის კურსისა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იქნება საუბარი.

„გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება სასაუბრო ეკონომიკურ ნაწილში, პირველ რიგში ეს არის შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან. ჩვენ დღესაც გარკვეული საბორნე მარშრუტები გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ არის ნამდვილად საკმარისი იმისთვის, რომ უფრო უკეთესად ვივაჭროთ ევროკავშირთან, რომელიც დღეს ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. მეორე მიმართულება ეს არის უფრო სრული ათვისება ევროკავშირის ბაზრის ახალი პროდუქციის ჯგუფების შერჩევა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით შეაღწიონ ევროკავშირში, ევროკავშირის ბაზარზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.