ნათია თურნავა - აშშ-ისა და ევროკავშირის ინტერესშია, საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს
ნათია თურნავა - აშშ-ისა და ევროკავშირის ინტერესშია, საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსები, რაც მას დაეხმარება როგორც ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ქვეყანა გახდება უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც USAID-ის მისიის ხელმძღვანელთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ინტერესშია, საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების, მათ შორის, ჰიდრორესურსების უკეთ ათვისებაზე, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის მხრიდან. მინისტრის თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის განუყოფელი პრიორიტეტია.

დატოვე კომენტარი