ნათია თურნავა - არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ, ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ
ნათია თურნავა - არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ, ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

მინისტრის თქმით, მთავრობა შეხმატკბილებულად მუშაობს და შესაძლო ცვლილებებზე ინფორმაციის გავრცელება შავი პიარის ნაწილია.

„არ ვადასტურებ არანაირ სამთავრობო ცვლილებებს. ეს არის აგორებული შავი პიარი იმ მიზნით, წარმოჩინდეს, თითქოს რაღაც არასტაბილურობაა სამთავრობო გუნდში, რაც ტყუილია მეგობრებო. ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია ამ ჭორებისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.