ნათია თურნავა - ნორმალური ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნების გარეშე არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რადგან ძალიან ძვირად გვიღირს და გვეამაყება, რომ გამოწვევას ეფექტურად ვმართავთ, ამას არ დავთმობთ
ნათია თურნავა - ნორმალური ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნების გარეშე არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რადგან ძალიან ძვირად გვიღირს და გვეამაყება, რომ გამოწვევას ეფექტურად ვმართავთ, ამას არ დავთმობთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქალაქო ტრანსპორტის, საერთაშორისო ფრენებისა თუ სხვა მიმართულებით მუშაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.

„ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება ამა თუ იმ დარგის აღდგენის, საქალაქო ტრანსპორტის, თუ საერთაშორისო ფრენების აღდგენის თაობაზე, პირველ რიგში ნაკარნახევი იქნება ნორმალური ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნებით, ეპიდემიის მართვით და ჩვენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით.

ამის გარეშე ჩვენ არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რადგან ძალიან ძვირად გვიღირს და გვეამაყება ის მონაპოვარი, რაც დღეს გვაქვს, რომ ეფექტურად ვმართავთ ეპიდემიის გამოწვევას. ჩვენ ამას არ დავთმობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.