ნათია თურნავა ალბანეთის ტურიზმისა და გარემოს მინისტრს შეხვდა
ნათია თურნავა ალბანეთის ტურიზმისა და გარემოს მინისტრს შეხვდა

საქართველო-ალბანეთის ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და ალბანეთის ტურიზმისა და გარემოს მინისტრმა, ბლენდი კლოსიმ შეხვედრაზე, რომელიც მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის Fitur 2021-ის ფარგლებში გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ალბანეთს შორის ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლო წლებში პოზიტიური დინამიკით ხასიათდება. ამის მიუხედავად, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის პოტენციალი ქვეყნებს შორის გაცილებით დიდია, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.