ნათია თურნავა - ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ ჩვენი თანადაფინანსებით
ნათია თურნავა - ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ ჩვენი თანადაფინანსებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი პროგრამით უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია მხარდაჭერილი, აქედან ხუთი დამტკიცებულია, ექვსი კი განხილვის პროცესშია.

მისივე განმარტებით, ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ თანადაფინანსებით საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად.

„იცით, რომ პირველი სექტემბრიდან გაფართოებული სახით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები გვაქვს წარდგენილი, ახალი პროგრამები ამოქმედდა. პრაქტიკულად, ორი კვირაა გასული ამ მომენტიდან. რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი დრო, რომ მთელი მასშტაბით ბიზნესაქტიურობა აისახოს, მაგრამ უკვე შემიძლია გითხრათ, რომ სხვადასხვა ბანკიდან მოგვდის მონაცემები, რომ 11-მდე იპოთეკური სესხია ახალი პროგრამით მხარდაჭერილი, აქედან 5 უკვე დამტკიცებული და 6 განხილვაში. საუბარია მრავალშვილიან ოჯახებზე, სამი და მეტი შვილი ვისაც ჰყავს, და საუბარია ომ ოჯახებზე, ვისაც ახალშობილი გაუჩნდება ოჯახში. ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახები თავისი საბინაო პირობების გაუმჯობესებისთვის უკვე სარგებლობენ ბინის შეძენისას იპოთეკური სესხით და ჩვენი თანადაფინანსებით, ჩვენი პროცენტის სუბსიდირებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი