ნათია თურნავა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დროულად შესრულდეს
ნათია თურნავა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დროულად შესრულდეს

„აირზენას“ მთელი რიგი რეისები მართლაც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, მაგრამ პარიზის რეისზე ოფიციალური თანხმობა არ ქონიათ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხდა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამსტერდამის, ვენის, თელავივის რეისები სრულად იყო შეთანხმებული.

„პარიზის რეისზე ბილეთები ისე იქნა გასხვისებული, ჩვენთან არ მოხდა შეთანხმება. მე ვიცი ჩვენი ემიგრანტები, რომლებმაც მაღალი ფასი გადაიხადეს პარიზი – თბილისის ფრენაში, მოუთმენლად ელოდებიან შესაძლებლობას, რომ ეს რეისი შესრულდეს. მიუხედავდ იმისა, რომ ეს არ იყო დაგეგმილი, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უსაფრთხოდ შესრულებაზე მგზავრებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს გარკვეულ სირთულეს გვიქმნის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ გადაიდოს ან დიდი ხნით არ გადაიდოს ეს რეისი და დროულად შესრულდეს. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გავაკეთებ განცხადებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.