ნათია თურნავა აცხადებს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება მორიგი ტყუილი და არასერიოზული გამონათქვამია
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება მორიგი ტყუილი და არასერიოზული გამონათქვამია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველო ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს არამარტო კოვაქს პლატფორმაზე, არამედ მომწოდებელ კომპანიებთან და სხვა ქვეყნებთან.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ვაქცინასთან დაკავშირებით არის მორიგი ტყუილი.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში შედის საქართველო, ამისთვის კი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს.

„ეს არის არასერიოზული გამონათქვამი იმ დროს, როდესაც თავად მალტას არ ყოფნის თავისთვის ვაქცინა. ვაქცინა მთელ მსოფლიოში არის პრობლემა. მალტამ 80 000 დოზის მოთხოვნით მიმართა ახლა შესაბამის სტრუქტურებს ქვეყნის გარეთ. ვაქცინის დოზები თავად ევროკავშირს 60%-ით ნაკლები აქვს, რაც მათ ჰქონდათ გათვლილი, სააკაშვილის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, არამარტო ამ კოვაქს პლატფორმის შიგნით, არამედ პირდაპირ მომწოდებელ კომპანიებთან და სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.