ნათია თურნავა აცხადებს, რომ ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არის
ნათია თურნავა აცხადებს, რომ ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არის

მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკური გუნდის მინისტრების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ენერგოსისტემა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სრულად გამართულია. ეს შეეხება გაზის მომარაგების სისტემას – იქნება ეს სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანი, თუ კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიები. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მინდა, რომ საყოველთაო მოწოდებას შევუერთდე და ვთქვა, რომ ქალბატონებო, ბატონებო, დავიცვათ სიფრთხილე, დავიცვათ მედიკოსთა რეკომენდაციები, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის“,- განაცხადა თურნავამ.