ნათია თურნავა აცხადებს, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ შეცვლილა, თუმცა დააკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას
ნათია თურნავა აცხადებს, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ შეცვლილა, თუმცა დააკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ შეცვლილა, თუმცა დააკვირდებიან ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.

„ამჟამად რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, ყველასთვის ცნობილია. ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ შეცვლილა. თუმცა, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურად იკრიბება და ამასთან დაკავშირებით იქნება ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, სხვა სიახლე ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ