ნათია თურნავა - აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება
ნათია თურნავა - აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება

აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არა მარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, აბასთუმნის ობსერვატორიას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

„მცირე მთავრობის კონცეფცია არის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები. ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი, უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არა მარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოსთვის. სულ რამდენიმეა ასეთი უნიკალური, ასეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის ზრუნვის საგანია განათლება და მეცნიერება მათ შორის. აქედან გამომდინარე, ეს ის შემთხვევა, როდესაც კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულად შევძლებთ გავაძლიეროთ ეს სამეცნიერო კერა – ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი