ნათია თურნავა - 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურული პროექტებია
ნათია თურნავა - 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურული პროექტებია

2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურული პროექტებია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მათ შორის გათვალისწინებულია ხელფასებისა და პენსიების ზრდა.

„ჩვენი საბიუჯეტო პრიორიტეტები უკვე ცნობილია. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური საკითხები – პენსიები, ხელფასები, მასწავლებლები, ექიმები, ჯარისკაცი და პოლიციელი. ეს პრიორიტეტი კიდევ ერთხელ არის გამოკვეთილი მომავალი წლის ბიუჯეტში და წელსაც არის დაცული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.