2020-2021 წლებში დამატებით 20 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება მოხდება
2020-2021 წლებში დამატებით 20 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება მოხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის განახლებული ვერსია განიხილეს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ადრე დამტკიცებულ რაოდენობას 100 დასახლებული პუნქტი მიემატება. თურნავას თქმით, 2020-2021 წლებში დამატებით 20 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება მოხდება

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგინეთ გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის განახლებული ვერსია. ჩვენი თვითმმართველობის წინადადებაზე დაყრდნობით, იმაზე, რომ გარკვეული ეკონომიები გვაქვს გაზიფიცირების განხორციელებაში, მოვახერხეთ და შევძელით, რომ 100 დასახლებული პუნქტი მიემატება ადრე დამტკიცებულ რაოდენობას და ეს არის 20 ათასამდე დამატებითი აბონენტი, ანუ 20 ათასი დამატებითი ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც 2020-2021 წლებში მიიღებს ბუნებრივ აირს. ეს მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენი ოჯახებისთვის, მათი ყოფის გაუმჯობესებისთვის და მცირე ბიზნესის შესაბამისი პირობების შესაქმნელად“,- განაცხადა თურნავამ.