ნათია თურნავა - 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმროებს, რომლებიც უსაფრთხოების წესების შესაბამისად იქნება აღჭურვილი
ნათია თურნავა - 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმროებს, რომლებიც უსაფრთხოების წესების შესაბამისად იქნება აღჭურვილი

ტურიზმის ამოქმედების მეორე ეტაპზე, 15 ივნისს ბაზარი შიდა ტურიზმისთვის გაიხსნება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, უკვე დამუშავებული იქნება უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და ასევე იმუშავებენ საპილოტე ზონები.

„15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმროებს, რომლებიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების წესების შესაბამისად“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გეგმის წარდგენა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაიმართა. პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმამ ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სექტორის დახმარების ახალი ეტაპის შესახებ დეტალურად ისაუბრა.