ნათია თურნავა - ​„ენდიაის“ კვლევები, რომელიც პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ბერკეტად იქცა, არ არის ჩვენი სახელმძღვანელო
ნათია თურნავა - ​„ენდიაის“ კვლევები, რომელიც პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ბერკეტად იქცა, არ არის ჩვენი სახელმძღვანელო

„ენდიაის“ კვლევები, რომელიც ტრადიციულად პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ბერკეტად იქცა, არ არის ჩვენი სახელმძღვანელო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ხელმძღვანელობს ოფიციალური სტატისტიკით, სადაც მეთოდოლოგია და ციფრები არ იწვევს კითხვებს და სადაც ასახულია პრობლემებიცა და პროგრესიც.

ენდიაის“ სათაო ოფისი არის საკმაოდ სოლიდური ორგანიზაცია და ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამ თვალსაზრისით კითხვები არ გვაქვს. მაგრამ სამწუხაროდ, ტრადიციულად, აქ ადგილზე ირჩევს ისეთ პარტნიორებს, ადგილობრივ კომპანიებს საველე სამუშაოებისთვის, რომელთა შეფასებები ყოველთვის ხდება პოლიტიკური შეფასებების საგანი და არ იწვევს დიდ სანდოობას ჩვენში. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ გამოწვევებს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ვიცით, რაც არის ჩვენი პრობლემები, ეს არის სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, ეს არის დასაქმება, რომელიც უნდა გავზარდოთ.

​„ენდიაის“ კვლევები ამ თვალსაზრისით რომელიც ტრადიციულად პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადოებრივ აზრის მანიპულაციის ბერკეტად იქცა, არ არის ჩვენი სახელმძღვანელო. ჩვენი სახელმძღვანელო არის ოფიციალური სტატისტიკა, სადაც არც მეთოდოლოგია და არც ციფრები არ იწვევს კითხვას. სადაც პრობლემებია ასახული, ასევე პროგრესი და წინსვლაა ასახული ბევრი მიმართულებით. ასევე კონკრეტული პროგრამებია ჩვენი სახელმძღვანელო, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობთ, როგორ ვძლევთ სიღარიბეს და როგორ ვეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

​ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ენდიაის“ კვლევის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს შეეხებოდა.

„რაც შეეხება 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას, აქაც ჩანს ისევ და ისევ, რომ არის გარკვეულწილად საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობა. 20-21 ივნისს, ის ზომები რაც მიიღო შსს-მ და პოლიციამ იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, ადეკვატური და შეაგხსენებთ, რომ საუბარი არის ერთ-ერთ ჩვენ ფუძემდებლურ ინსტიტუტზე, საქართველს პარლამენტზე იერიშის მიტანაზე და იერიშის მოგერიებაზე, რაც ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი ადეკვატური ქმედებით უნდა იყოს ნაპასუხები. შესაბამისად, პოლიციის ქმედება ლეგიტიმურობის ეჭვს არ იწვევს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 პროცენტი კი, დადებითად.

დატოვე კომენტარი