ნათია ქენქაძე - დღეს არ არსებობს სიტყვა, რომელიც აღწერს უბედურებას, რაც ყველას ერთად დაგვემართა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის დროული გამოძიება და დანაშაულის ჩამდენი პირების სათანადოდ დასჯა უნდა მოხდეს
ნათია ქენქაძე - დღეს არ არსებობს სიტყვა, რომელიც აღწერს უბედურებას, რაც ყველას ერთად დაგვემართა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის დროული გამოძიება და დანაშაულის ჩამდენი პირების სათანადოდ დასჯა უნდა მოხდეს

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ნათია ქენქაძის განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის დროული გამოძიება უნდა მოხდეს და და ყველა დამნაშავე პირმა შესაბამისი პასუხი აგოს.

„დღეს არ არსებობს სიტყვა, რომელიც აღწერს ამ უბედურებას, რაც ჩვენ ყველას ერთად დაგვემართა, მაგრამ მაინც ძალიან მკაფიოდ ჟღერს მოთხოვნა, რომ მოხდეს ამ ფაქტის დროული გამოძიება და ყველა პირი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯოს სათანდოდ, შესაბამისი მუხლით, რომელიც შეესაბამება იმას, რაც მოხდა და იმ შედეგს, რაც ამას მოჰყვა“, – განაცხადა ნათია ქენქაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.