ნათია მიქელაძე - სამინისტროების ოპტიმიზაცია მასშტაბური რეფორმის მხოლოდ ნაწილია
ნათია მიქელაძე - სამინისტროების ოპტიმიზაცია მასშტაბური რეფორმის მხოლოდ ნაწილია

სამინისტროების ოპტიმიზაცია მხოლოდ მასშტაბური რეფორმის დასაწყისი და ერთი ნაწილია, რომელიც მთლიანობაში მნიშვნელოვანი ხარჯების დაზოგვასა და მათ სოციალურ პროექტებზე გადანაწილებას ემსახურება, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი ხარჯების დაზოგვის საშუალებას არ იძლევა.

მიქელაძის თქმით, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება .

დანაზოგებს რაც შეეხება, ჩვენ წარმოდგენილ ცვლილებებში და მის განმარტებით ბარათში ვერ ნახავთ, რომ კონკრეტულად ამ ცვლილებებიდან ჩვენ რაიმე განსაკუთრებულ დანაზოგებს მოველით. ესეც არის მცირედი ნაწილი, ვინაიდან ადმინისტრაციული კუთხით გვექნება ხარჯების შემცირებები.

რაც შეეხება საბიუჯეტო დანაზოგებს, როგორც პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, მომავალი ორი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია მთლიანად სამთავრობო სტრუქტურების და მმართველობის გაუმჯობესება, მათ შორის დანაზოგების გაკეთება ბიუროკრატიულ ნაწილში და არა მარტო“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, ჯამში ეს საშუალებას იძლევა, დაზოგილი სახსრები სხვადასხვა პროგრამასა და მიმართულებაზე გადანაწილდეს.

რაც შეეხება სამინისტროებში დასაქმებულებს, მიქელაძე აღნიშნავს, რომ უწყებებში კადრების შემცირება არ იგეგმება.

„თანამშრომლებს რაც შეეხებათ, გათავისუფლება თვითმიზანი არ არის. კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ დეპარტამენტების გაორება იქნება, კადრების მობილობა, სხვა უწყებებში გადაყვანა მოხდება. ამას საჯარო სამსახურის შესახებ კანონიც ითვალისწინებს“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ.