ნათია მიქელაძე - მამუკა ბახტაძე პარლამენტში მოხსენებით საგაზაფხულო სესიის ბოლოს წარდგება 
ნათია მიქელაძე - მამუკა ბახტაძე პარლამენტში მოხსენებით საგაზაფხულო სესიის ბოლოს წარდგება 

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში წლიურ მოხსენებას ივნისის ბოლოს წარადგენს.

როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ განუცხადა, მამუკა ბახტაძე პარლამენტში მოხსენებით საგაზაფხულო სესიის ბოლოს წარდგება, ვინაიდან ხვალიდან იწყება პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„მოხსენება საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია, სადაც აქცენტები გაკეთებულია ყველა იმ საკითხზე, რაც სამთავრობო პროგრამაში იყო გათვალისწინებული მაშინ, როცა პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირველი ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში წერილობითი ფორმით უკვე შევიდა.