ნათია მეზვრიშვილი - ვირუსი არსად წასულა, ამიტომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე
ნათია მეზვრიშვილი - ვირუსი არსად წასულა, ამიტომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე

ვირუსი არსად წასულა, ამიტომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„879 დადასტურებული შემთხვევაა და 704 გამოჯანმრთელებული, 14 გარდაცვლილი. ვირუსი არსად წასულა, ამიტომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და ის შეზღუდვები, რომლებიც სახელმწიფომ მოხსნა, ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში და ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. თუ არ მოხდება სავალდებულო წესების დაცვა, გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.