ნათია მეზვრიშვილი - საზოგადოებას ვთხოვთ, წესრიგის დაცვაში პოლიციას და შრომის ინსპექციას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი
ნათია მეზვრიშვილი - საზოგადოებას ვთხოვთ, წესრიგის დაცვაში პოლიციას და შრომის ინსპექციას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი

გამკაცრებულია იმ რეგულაციებისა და წესების აღსრულება, რომელიც დღეს მოქმედებს, საზოგადოებას ვთხოვთ, წესრიგის დაცვაში პოლიციას და შრომის ინსპექციას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, იმიტომ, რომ დღეს, პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე გამკაცრებულია იმ რეგულაციებისა და წესების აღსრულება, რომელიც დღეს მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია და პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ წესების დაცვა გააკონტროლოს.

საზოგადოებას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ წესრიგის დაცვაში პოლიციას და შრომის ინსპექციას, იმიტომ, რომ რეალურად, პასუხისმგებლობა, დღეს, არის თითოეულ ჩვენგანზე. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მხრიდან, ელემენტარული წესების დაუცველობამ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელება გამოიწვიოს, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

დატოვე კომენტარი