ნათია მეზვრიშვილი – სამთავრობო პროგრამის ანგარიში არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს პრიორიტეტების შესაბამისად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

15:00, 01.06.2020

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს პრიორიტეტებია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.

„ბუნებრივია, პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა გარკვეული სახეცვლილება განიცადა, თუმცა ყველა ძირითადი ნაბიჯის მთავარი ამოსავალი იყო სწორედ აღნიშნული პრიორიტეტები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი წერილობით წარდგენილ ანგარიშში ასახულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრებს, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაურის მისვლის თარიღი კი, რეგლამენტის შესაბამისად, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.

მსგავსი