ნათია მეზვრიშვილი - სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი
ნათია მეზვრიშვილი - სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში საპოლიციო ძალების გადანაწილება განხორციელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა, ასევე არჩევნების მიმდინარეობის დროს თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა. ყველას მოვუწოდებთ, დაიცვას კანონი, რათა შენარჩუნდეს უსაფრთხო გარემო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შსს რეაგირებას მოახდენს თითოეულ იმ ინციდენტზე, რომელიც მიეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას. ამ ეტაპზე სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ადგილებზე მართლწესრიგის მიზნით უკვე განხორციელდა საპოლიციო ძალების გადანაწილება და საჭიროების შემთხვევაში, დღის მანძილზე გაგრძელდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ ცესკო-ს ადმინისტრაციასთან, რათა თითოეული ინციდენტი დროულად იქნას აღკვეთილი, როგორც უბნებზე ასევე უბნებს გარეთ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.