ნათია მეზვრიშვილი - სახელმწიფოს ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს
ნათია მეზვრიშვილი - სახელმწიფოს ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს

სახელმწიფოს ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წლის დასაწყისთან შედარებით, დღეს ყოველდღიურად 60-ჯერ მეტი ტესტი კეთდება.

„წლის დასაწყისში თუ დღეში 200 ტესტს ვაკეთებდით, 12 000 ტესტი კეთდება დღეს ყოველდღე. უბრალოდ, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიგონ, ვინ ექვემდებარება ამ ტესტირებას. ტესტის ჩატარებას უნდა ახლდეს გარკვეული წინაპირობები. იტესტებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სიმპტომები და ამ სიმპტომების არარსებობის გარეშე ტესტი ვერ ტარდება. რეკომენდაციები შეცვლილია. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ინფიცირებულთან კონტაქტისა და პირველი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ვისაც აქვს „კოვიდის“ სიმპტომები და ოჯახის ექიმთან გადიან კონსულტაციას, ოჯახის ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს ტესტირება უტარდებათ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.