ნათია მეზვრიშვილი - სახელმწიფო მიზნობრივ ტესტირებას კიდევ უფრო აფართოებს
ნათია მეზვრიშვილი - სახელმწიფო მიზნობრივ ტესტირებას კიდევ უფრო აფართოებს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სახელმწიფო მიზნობრივ ტესტირებას კიდევ უფრო აფართოებს.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ფართოვდება იმ ჯგუფთა რიცხვი, რომლებიც მომატებული რისკის ქვეშ არიან.

„უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე დღეს ასევე გაიმართა მსჯელობა და მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ტესტირებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ისედაც ახორციელებდა, თუმცა კიდევ უფრო ვაფართოვებთ მიზნობრივ ტესტირებას. ვაფართოვებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც მომატებული რისკის ქვეშ არიან და რომლებიც ეტაპობრივად დაექვემდებარებიან ტესტირებას. ტესტირება ჩაუტარდებათ მათ გარკვეული ეტაპების დაცვით და ეს წრე, რომლებიც ტესტირებას დაექვემდებარებიან, სულ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დატოვე კომენტარი