ნათია მეზვრიშვილი - სახალხო დამცველის ანგარიშში არსად წერია, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შემთხვევები გაზრდილია
ნათია მეზვრიშვილი - სახალხო დამცველის ანგარიშში არსად წერია, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შემთხვევები გაზრდილია

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ პოლიციელთა მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შემთხვევები 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი არსად არის.

„ანგარიშში მითითებულია, რომ გაზრდილია დაკავების შემდგომ დაზიანებებით იზოლატორში მოთავსებულ პირთა რაოდენობა, რაც არ მოიცავს დაკავებისას მიღებულ დაზიანებებს. რეალურად, დაკავებისას მიღებულ დაზიანებებს და დაკავების შემდგომ მიღებულ დაზიანებებს თუ დავაჯამებთ ვნახავთ, რომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით არის მნიშვნელოვანი კლება. ამავდროულად, როცა ვსაუბრობთ დაკავებისას და დაკავების შემდგომ მიღებულ დაზიანებებზე, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ყველა შემთხვევაში პოლიციელების მხრიდან ჩადენილი შესაძლო ფიზიკური ძალადობა. თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, პოლიციელთა მიმართ პრეტენზიების რაოდენობა არის შემცირებული და ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. შესაბამისად, ამ საკითხის ამგვარი ინტერპრეტირება უბრალოდ არასწორია“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.