ნათია მეზვრიშვილი - საგამოძიებო კომისიის რომელ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ მას შემდეგ გაირკვევა, რაც დასკვნას დეტალურად გავეცნობით
ნათია მეზვრიშვილი - საგამოძიებო კომისიის რომელ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ მას შემდეგ გაირკვევა, რაც დასკვნას დეტალურად გავეცნობით

ჩვენთვის პოლიტიკური შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასებები. თუ იქნება ეს ყველაფერი არგუმენტირებული, განვიხილავთ რეკომენდაციების შესრულების საკითხს, – ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეირ მომზადებული დასკვნის შეფასებისას გააკეთა.

მეზვრიშვილი განმარტავს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე რომელი რეკომენდაციის გათვალისწინებას შეძლებს მას შემდეგ გაირკვევა, რაც უწყება კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას დეტალურად გაეცნობა.

რაც შეეხება ამავე დასკვნაში მოყვანილ რეკომენდაციას საქმის გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას მიერ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ-სთვის ხელის დაფარების თემაზე გამოძიების დაწყებას, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე საკმარისი არგუმენტები და მტკიცებულებები არ არსებობს.

„ჩემთვის არ არის საკმარის და დასაბუთებული არგუმენტები გამომძიებელთან დაკავშირებით, მით უმეტეს გაუგებარია, რატომ ხდება აქცენტის აღება ფიფიაზე. სამართლებრივი არგუმენტაცია თუ იქნება, ამაზე შსს ბუნებრივია რეაგირებას მოახდენს და თუ არგუმენტი მხოლოდ ის არის ფიფიასთან დაკავშირებით, რომ მირზა სუბელიანთან, როგორც ეს კომისიაზე ითქვა, მან არაერთი ზარი განახორციელა, ეს არ არის არგუმენტი და არასერიოზულია. ამაზე ბუნებრივია, შსს რეაგირებას არ მოახდენს“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.