ნათია მეზვრიშვილი - პოზიცია არ შეგვიცვლია, ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრე ვართ, რომელიც მაქსიმალურად მკაცრი იქნება გამსაღებლების მიმართ
ნათია მეზვრიშვილი - პოზიცია არ შეგვიცვლია, ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრე ვართ, რომელიც მაქსიმალურად მკაცრი იქნება გამსაღებლების მიმართ

პოზიცია არ შეგვიცვლია, ჩვენ ვართ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრეები, რომელიც მაქსიმალურად მკაცრი იქნება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ და გარკვეულ, შედარებით ლმობიერ მიდგომებს გაითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს დაფიქსირდა გუშინაც, ამაზეა საუბარი დღესაც და ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ჩვენ ვართ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრეები, რომელიც არ წაახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. თუ დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ, თუმცა მთელი რიგ საკითხებზე უკვე მსჯელობა გამართულია, ჩვენი მოსაზრებები იმ უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროშია შექმნილი, მიტანილი გვაქვს და მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი, ჰუმანურ მიდგომებს ითვალისწინებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.