ნათია მეზვრიშვილი - პოლიცია კანონის ჩარჩოებში მოქმედებდა და ერთადერთი, რასაც საზოგადოების მხრიდან იმსახურებს, მადლობაა
ნათია მეზვრიშვილი - პოლიცია კანონის ჩარჩოებში მოქმედებდა და ერთადერთი, რასაც საზოგადოების მხრიდან იმსახურებს, მადლობაა

პოლიცია კანონის ჩარჩოებში მოქმედებდა და საზოგადოების მხრიდან მადლობას იმსახურებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ყველა თვალს ადევნებდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უფლების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პოლიცია კანონის ჩარჩოებში მოქმედებდა. ყველამ კარგად დაინახეთ სრულიად ახალი პოლიცია, რომელიც ორიენტირებული იყო იქ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და არა უფლებების დარღვევაზე. ამ დრომდე, უფლების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, როგორც ჩემთვის ცნობილია, არც სახალხო დამცველის ოფისში. თუ ინდივიდუალურად რამე გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, მზად ვართ, როგორც სახალხო დამცველის ოფისთან, ასევე შესაბამისს ორგანოებთან ამ საკითხებზე ვითანამშრომლოთ და ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ. საზოგადოების მხრიდან, ამ დღეების განმავლობაში, ერთადერთი, რასაც პოლიცია იმსახურებს, მადლობაა“, – დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.