ნათია მეზვრიშვილი - ოთარ ფარცხალაძის საქმის დეტალებზე პროკურატურა ისაუბრებს 
ნათია მეზვრიშვილი - ოთარ ფარცხალაძის საქმის დეტალებზე პროკურატურა ისაუბრებს 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ძალიან მალე გაავრცელებს.

„ამ საკითხზე დეტალებს ვერ მოგახსენებთ, პროკურატურა განცხადებას ძალიან მალე გაავრცელებს და დეტალებს იხილავთ. საქმეზე დეტალებს ვერ გეტყვით. ზოგადად, რაც ბოლო პერიოდში, წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, რატომღაც, ყველაფერი არჩევნების თემას უკავშირდება”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.