ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას - მოქალაქეები შეზღუდვებს რომ არ დაემორჩილონ, ამას შეიძლება მოჰყვეს იტალია, ესპანეთი და თქვენ თუ ამ პასუხისმგებლობას იღებთ, ნუ დაუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას
ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას - მოქალაქეები შეზღუდვებს რომ არ დაემორჩილონ, ამას შეიძლება მოჰყვეს იტალია, ესპანეთი და თქვენ თუ ამ პასუხისმგებლობას იღებთ, ნუ დაუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს, ავტომობილებით გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ბუნებრივია, ხარვეზები შესაძლოა, არსებობდეს.

თუმცა, მეზვრიშვილის თქმით, ცალკეული ხარვეზების გამო, მიუღებელია მოწოდება, რომ მოქალაქეების მიმართ მიდგომა შერჩევითია და ამიტომ შეზღუდვებს აღარ უნდა დაემორჩილონ.

„ქალბატონმა ელენემ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. კარგად მესმის, რომ არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები საზოგადოებაში, ზოგიერთ შემთხვევაში რაღაც შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას ვთქვათ გადაადგილების უფლება მიეცა, რომელიღაც შპს-ს არ მიეცა. თქვენ ახლა ხომ კარგად აცნობიერებთ, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება.

იმასაც ხომ კარგად აცნობიერებთ, რომ ეს ეპიდემია ჩვენთვის, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნისთვის, მოულოდნელი იყო. იმასაც კარგად აცნობიერებთ, რომ გარკვეული ხარვეზები იქნება და აი, ამ ერთი და ორი ხარვეზის გამო, თქვენ მოქალაქეებს მოუწოდებთ, რომ მასიურად მიდგომა შერჩევითია, კანონი არ სრულდება და ამიტომ ახლა მოდით, თქვენც არ დაემორჩილოთ ამ შეზღუდვებს.

არ ითვალისწინებთ იმას, რომ ხვალ რომ მოქალაქეები არ დაემორჩილონ შეზღუდვებს, ამას შეიძლება მოჰყვეს იტალია, ამას შეიძლება მოჰყვეს ესპანეთი და თქვენ თუ ამ პასუხისმგებლობას იღებთ, კი ბატონო, ნუ დაუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძლებას“ , – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში.