ნათია მეზვრიშვილი მთავარ პროკურორად მისი კანდიდატურის შესაძლო დასახელებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს
ნათია მეზვრიშვილი მთავარ პროკურორად მისი კანდიდატურის შესაძლო დასახელებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მთავარ პროკურორად მისი კანდიდატურის შესაძლო დასახელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

„დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას ვაგრძელებ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა.  მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.