ნათია მეზვრიშვილი - მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, ასევე ვირუსთან წინა ხაზზე მებრძოლ ექიმებს, პოლიციელებს და იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს
ნათია მეზვრიშვილი - მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, ასევე ვირუსთან წინა ხაზზე მებრძოლ ექიმებს, პოლიციელებს და იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, ასევე ვირუსთან წინა ხაზზე მებრძოლ ექიმებს, პოლიციელებს და ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს და ემორჩილებოდნენ როგორც მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი დღესაც სათანადოდ შეაფასებს არსებულ რისკ-ფაქტორებს და მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

„მინდა, დავიწყო მადლობით პარლამენტის მიმართ, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რამაც ჩვენ ყველას მოგვცა შესაძლებლობა იმისა, რომ თავიდან აგვერიდებინა საკმაოდ მძიმე შედეგები და მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი ვირუსის გავრცელების შენელებისთვის.

ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა საქართველოს პრეზიდენტს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის სახელით იმ ექიმებს, პოლიციელებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვირუსთან ბრძოლის საქმეში პრაქტიკულად წინა ხაზზე იბრძვის. და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში, არა მხოლოდ 21 მარტიდან, არამედ მანამდეც, მაღალი სამოქალაქო შეგნება გამოიჩინა და ემორჩილებოდნენ როგორც მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, მაქსიმალურად შეგვენელებინა ვირუსის გავრცელება და ადრეული პრევენცია მოგვეხდინა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი დღესაც სათანადოდ შეაფასებს არსებულ რისკ-ფაქტორებს და მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.