ნათია მეზვრიშვილი - ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია
ნათია მეზვრიშვილი - ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციების შესრულების საკითხზე ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადების შემდეგ წარადგენს.

„როგორც კი დაგვიბარებენ და გვკითხავენ, რომელი რეკომენდაცია შევასრულეთ, მოვალთ და დეტალურად ვისაუბრებთ. გამოძიება მიმდინარეობს, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და ინფორმაციას პარლამენტს მივაწოდებთ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.