ნათია მეზვრიშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ფარგლებში არავის დაკავება არ არის გამორიცხული
ნათია მეზვრიშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ფარგლებში არავის დაკავება არ არის გამორიცხული

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ფარგლებში არავის დაკავება არ არის გამორიცხული,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა დაკავებულებს შორის იყოს ლევან კალანდია, რაზეც შს მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია.

„წინასწარ ვერ გეტყვით. გამორიცხული არაფერია. ზაზა სარალიძემ, როგორც დაზარალებულმა, მიიღო ის ინფორმაცია, რისი გაცემის უფლებასაც კანონი გვაძლევს. ამ საქმის ფარგლებში არავის დაკავება არაა გამორიცხული“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.