ნათია მეზვრიშვილი - იმედი მაქვს, ვარკეთილში „ლიბერთი ბანკზე“ თავდასხმა მალე გაიხსნება, ადგილზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
ნათია მეზვრიშვილი - იმედი მაქვს, ვარკეთილში „ლიბერთი ბანკზე“ თავდასხმა მალე გაიხსნება, ადგილზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

იმედი მაქვს, რომ ძალიან ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შემთხვევა მალე გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ვარკეთილში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

„დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე მოხდება ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის გახსნა, ისევე როგორც ყაჩაღობის სხვა ფაქტების გახსნის დროს იყო პოლიცია საკმაოდ ეფექტური და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, ბოლო პერიოდში გახშირდა თუ არა ბანკების დაყაჩაღების ფაქტები, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს სტატისტიკურად დანაშაულის ზრდის ტემპი შემცირებულია.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ აღრიცხვიანობა გავაუმჯობესეთ და გარკვეული წინსვლები ამ მიმართულებით გვაქვს, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით სტატისტიკური ზრდის ტემპი შემცირებულია”, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დღეს დააყაჩაღეს.