ნათია მეზვრიშვილი - დღეიდან, ძალაში შედის წესი, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში პისიარტესტით ნებისმიერი ქვეყნიდან, გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა

დღეიდან, ძალაში შედის წესი, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში პისიარტესტით ნებისმიერი ქვეყნიდან, გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და ეს წესი ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს.

„ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და სიმართლე გახლავთ შემდეგი – ადამიანები, რომლებიც შემოვლენ „პისიარ“-ტესტით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, ვისაც ექნება ტესტი, წავა თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.